საქართველოში პროტესტის 30-ე დღეა - 19:00 საათზე მუსიკოსები საპროტესტო აქციას გამართავენ

27.12.24 11:53
საქართველოში პროტესტის 30-ე დღეა - 19:00 საათზე მუსიკოსები საპროტესტო აქციას გამართავენ

ევროპული მომავლის დარაჯები არ იღლებიან - საქართველოში პროტესტის 30-ე დღეს, მუსიკოსები და მათი მსმენელები ერთიანდებიან. 

დღეს, 27 დეკემბერს, 19:00 საათზე, მუსიკოსები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

მუსიკოსების გეგმა შემდეგია - ისინი ფილარმონიიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან გადაინაცვლებენ, შემდეგ მარშით კონსერვატორიასთან მივლენ, ასევე გმირთა მემორიალთან გაჩერდებიან და საბოლოოდ პარლამენტთან მიმდინარე ტრადიციულ აქციას შეუერთდებიან. 

მუსიკოსებისა და მათი მსმენელების მოთხოვნა ერთია - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. 

გვინდა, რომ ჩვენებური მარში მოვაწყოთ, როგორც ქართველ მუსიკოსებს გვეკადრება და შევუერთდეთ იმ მრავალრიცხოვან ადამიანს, რომელიც თბილისში არის გამოსული და დღევანდელ პროცესებს აპროტესტებს. აპროტესტებს ნაცემი და ნაწამები ადამიანების უკანონოდ დაკავებას და ითხოვენ ახალ არჩევნებს. ჩვენი შეკრება სწორედ ამ პროცესებს ემსახურება. ყველას მინდა ვთხოვო, რომ მოვიდნენ ფილარმონიასთან 19:00 საათზე", - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.

მთავარი სათქმელი მთელ საზოგადოებას ერთი გვაქვს, პოლიტპატიმრები, უდანაშაულო ხალხი გამოუშვან და დაინიშნოს ახალი არჩევნები, რადგან დაწყნარდეს ეს ქვეყანა", - ამბობს მერაბ სეფაშვილი.

მე ვუერთდები ამ მარშს, ბევრი მუსიკოსი, მსმენელი გვიერთდება და მგონია, რომ ეს იქნება ძალიან კარგი მსვლელობა. ველოდებით ბევრ ადამიანს", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი. 

საქართველო, ალბათ, ყველაზე მუსიკალური ერია, ამიტომ ბუნებრივია, მუსიკოსებმა გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ და გავაპროტესტოთ საქართველოში მიმდინარე უსამართლობების მთელი კასკადი. ვიკრიბებით ფილარმონიის წინ და მარშით რამდენიმე ადგილისკენ გავემართებით. პირველ რიგში, ეს იქნება ოპერა, კონსერვატორია, რომელმაც აღზარდა ქართველი მუსიკოსების 90%, მერე გმირთა მემორიალსაც ვეწვევით და ბოლოს აღმოვჩნდებით რუსთაველზე, პარლამენტის წინ", - ამბობს ნინო ჟვანია.  

მსგავსი სიახლეები