"ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც არის არასამართლიანი" - ნინო ქათამაძე

27.12.24 11:58
"ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც არის არასამართლიანი" - ნინო ქათამაძე

დღეს, 27 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ მუსიკოსთა საპროტესტო აქციას ნინო ქათამაძეც შეუერთდება - როგორც ის "პირველებთან" ამბობს, მუსიკოსები აპროტესტებენ ყველაფერს, რაც არის არასამართლიანი. 

ნინო ქათამაძის შეფასებით, მუსიკოსებს საინტერესო პროგრამა აქვთ მოფიქრებული, რის გამოც ფილარმონიასთან რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ელოდებიან. 

შევიკრიბებით არა მხოლოდ მუსიკოსები, არამედ ჩვენი მსმენელებიც და გვექნება მსვლელობა. ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს მოფიქრებული. ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც არის არასამართლიანი", - ამბობს ნინო ქათამაძე.

ცნობისთვის, დღეს, 27 დეკემბერს, 19:00 საათზე, მუსიკოსები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.

მუსიკოსების გეგმა შემდეგია - ისინი ფილარმონიიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან გადაინაცვლებენ, შემდეგ მარშით კონსერვატორიასთან მივლენ, ასევე გმირთა მემორიალთან გაჩერდებიან და საბოლოოდ პარლამენტთან მიმდინარე ტრადიციულ აქციას შეუერთდებიან. 

მუსიკოსებისა და მათი მსმენელების მოთხოვნა ერთია - გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. 

მსგავსი სიახლეები