"ოცნების" მაქებარი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, მის ცათამბჯენზე კიდევ 6 სართულის დაშენების ნებართვას მიიღებს
პრივილეგიები რეჟიმის მხარდამჭერ ბიზნესმენს - ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, რომელიც ორი დღის წინ კობახიძეს თავგამოდებით იცავდა, ვაკეში მის ცათამბჯენზე 6 ახალი სართულის დაშენების უფლებას მიიღებს. ამბავი საკრებულოში ოპოზიციონერმა წევრმა საბა ბუაძემ გაახმაურა. რეჟიმი ბიზნესმენს, ვაკეში 260 მეტრიანი ცათამბჯენის მშენებლობის უფლებას აძლევს.
თბილისის მერიამ მხარი დაუჭირა ჭავჭავაძის გამზირზე ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილზე დაგეგმილი ცათამბჯენისთვის კიდევ 6 სართულის დამატებას. ეს არის ძალიან კარგად გადაბმული ჯაჭვი, სადაც ხელისუფლების მაქებარი ბიზნესმენები, მასთან მჭიდრო კავშირში ადამიანები ღებულობენ თბილისის მერიისგან და ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერისგან, კახა კალაძისგან ისეთ ნებართვებს, რომელიც აზიანებს ქალაქს და რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს საცხოვრებელ გარემოს, - ამბობს საბა ბუაძე.
ოპოზიცია ამბობს, რომ "ოცნების" ქმედებებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისინი მწვანე შუქს მხოლოდ მათ მაქებარ ბიზნესმენებს უნთებენ.
დღეს დავრწმუნდით, რეალურად, რას უკავშირდება ნოშრევან ნამორაძის კომენტარები და ძალადობრივი სისტემის ქება-დიდება. კორექტირებები, რომლებიც, რეალურად, ძალადობრივი სისტემის მხარდაჭერაზე არის მიბმული, არის ხელწერა კალაძის არაფრისმაქნისი, არაკომპეტენტური მმართველობის პროცესის და ეს უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ. ეს, ზოგადად, მათი სისტემის ხელწერაა: ვინც მათკენ არ არის, ნელ-ნელა კომპრომატებით და სხვადასხვა ბინძური მეთოდებით ცდილობენ, ჩამოიშორონ ასეთი ბიზნესები, - ამბობს ნინო წულაძე.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ნამორაძის მშენებლობაზე სართულიანობის კორექტირებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე ეს საკითხი არ განიხილება.
ჯერ ერთი, არანაირი 10 სართულზე იქ საუბარი არ არის. ზოგადად, პროექტი არის კორექტირებასთან დაკავშირებული, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ჩვენ ამ საკითხს არ ვიხილავთ. ამ საკითხსაც განვიხილავთ, ვნახავთ დეტალებს, რა არის წარმოდგენილი, როგორ... გარკვეული კორექტირება, იქ ბევრი დეტალია განაშენიაბის გეგმაში. იმ შემთხვევაში, თუ რაღაც კაერთის მოშენება იქნება დაკორექტირებული, არ არის გამორიცხული, მოხდეს სართულიანობის კორექტირება, - ამბობს