"სალომე სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი სახით სახალხო ლეგიტიმაცია ექნება" - ციკოლია

27.12.24 13:38
"სალომე სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი სახით სახალხო ლეგიტიმაცია ექნება" - ციკოლია

"იმიტომ ეშინიათ, რომ სალომეს სახალხო ლეგიტიმაცია აქვს" - ასე ეხმაურება რეჟისორი პაატა ციკოლია არალეგიტიმური პრემიერის მუქარას პრეზიდენტის ციხეში გამოკეტვასთან დაკავშირებით. 

პაატა ციკოლია "პირველებთან" ამბობს, რომ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი სადაც არ უნდა წავიდეს, მას სახალხო ლეგიტიმაცია ყველგან ექნება - "სალომე არის ფიგურა და ინსტიტუტი, რომლის გარშემოც შეგვიძლია შევიყაროთ".

"ის მუქარა, რომ თუ არ გამოვა, დავიჭერთ, ეს ერთგვარი წინასწარ დაგეგმილი ვითომ გამარჯვებაა ინფორმაციულ ომში" - აღნიშნავს ციკოლია. 

იმიტომ ეშინიათ, რომ სალომეს სახალხო ლეგიტიმაცია აქვს. ყველა დანარჩენი ლეგიტიმაცია არის მეორე, მესამე და მეათე ხარისხოვანი. ის მუქარა, რომ თუ არ გამოვა, დავიჭერთ, ეს ერთგვარი წინასწარ დაგეგმილი ვითომ გამარჯვებაა ინფორმაციულ ომში. მე მგონია, რომ სალომე არის ფიგურა და ინსტიტუტი, რომლის გარშემოც შეგვიძლია შევიყაროთ და სად იქნება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. სადაც არ უნდა იყოს, ჩვენი სახით სახალხო ლეგიტიმაცია ექნება. მერე ალბათ, იმას იტყვიან, რომ შეშინდა, გამოვიდა, დათმო იმიტომ, რომ ციხის შეეშინდა, რაც იქნება სასაცილო და არ გაუვათ. მათი მუქარები, რიტუალები კარიკატურად იქცა. ვინ არის ლეგიტიმური ეტყობა. მზის ქვეშეთში ვინ ატარებს ღონისძიებებს, თუ შეხვედრებს და ვინ იმალება იატაკქვეშეთში", - ამბობს პაატა ციკოლია. 

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ციხეში გაშვებით კვლავ ემუქრება.

დღეს კობახიძის სამიზნე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციის ის ლიდერებიც გახდნენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ღია მხარდაჭერას უცხადებენ. 

მსგავსი სიახლეები