"არა რეპრესიებს!" - საჯარო მოხელეები პრობაციის ცენტრთან აქციას მართავენ

27.12.24 13:59
"არა რეპრესიებს!" -  საჯარო მოხელეები პრობაციის ცენტრთან აქციას მართავენ

მას შემდეგ, რაც ათობით სოციალური მუშაკი სისტემიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს, საჯარო მოხელეები პრობაციის ცენტრთან მივიდნენ. აქციის სმონაწილეები  ხელმძღბანელთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვენ. საჯარო მოხელეებს აინტერესებთ, რატომ გაუშვა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები სახელმწიფო უწყებიდან.

"არა რეპრესიებს!", "არ შევეგუებით უსამართლობას!" - სკანდირებენ დემონსტანტები. აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მათი დაშინების მიზნით ხდება.

როდესაც არსებული სოციალური მუშაკების კადრი არაა საკმარისი იმისთვის, რომ მომსახურებების მიმღებებს მივაწოდოთ მომსახურება, ამის ფონზე სრულიად შეუსაბამოდ, სრულიად დაუსაბუთებლად, ჩვენ გვეუბნება სისტემა, რომ ვათავისუფლებ სოციალურ მუშაკს. ჩვენ ვიცით, რომ მაგალითად ქუთაისში გათვაისუფლებული სოციალური მუშაკი იყო ერთადერთი ოსიცლაური მუშაკი, რომელიც მომსახურეობას აქვდიდა და ამის არანაირი არგუმენტი არ ექნება სისტემას, თუ რატომ ათავისუფლებს და რატომ აღარ უგრძელებს ხელშეკრულებას. შესაბამისად, ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია მტკიცებით ფორმაში ვთქვათ, რომ ეს არის რეპრესია, - ამბობს აქციის მონაწილე. 

პრობაციის ეროვნული ცენტრი კი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ნიშნით არავინ გაუთავისუფლებია. განცხადებაში, რომელიც უწყებამ გაავრცელა, ირწმუნებიან, რომ თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ისედაც ეწურებოდათ. 

მსგავსი სიახლეები