ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო

27.12.24 14:27
ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ  გადაიდო

18 წლის ომარ ოკრიბელაშვილისა და 23 წლის საბა მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ  გადაიდო.

ეს ნიშნავს, რომ პატიმრობის მისჯის შემთხვევაში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მათი შეწყალების შესაძლებლობა აღარ ექნება.

პროკურორს აქვს განცხადება დაწერილი, რომ საგამოძიებო მოქმედებებში ვიღებ მონაწილეობას უწყვეტად და ვერ გამოვცხადდებიო", - ამბობს ადვოკატი.

საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, 14 მაისს დააკავეს. 23 წლის საბა მეფარიშვილსა და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილს პროკურატურა ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ედავება.

მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის გ-ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (ნივთის დაზიანება ჯგუფურად), რაც  3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები