ოთხი საათი ფართომასშტაბიან მსვლელობამდე - მუსიკოსები ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გასვლისთვის ემზადებიან
ოთხი საათი ფართომასშტაბიან საპროტესტო მსვლელობამდე - საზოგადოების საყვარელი მუსიკოსები საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გასვლისთვის ემზადებიან.
სხვადასხვა თაობისა და ჟანრის შემსრულებელი შეკრებას 19:00 საათზე, ფილარმონიასთან დაიწყებენ და თბილისის ქუჩებში მსმენელთან ერთად მარშს მოაწყობენ. ბოლო გაჩერება კი პარლამენტი იქნება.
ხელოვნება იყო ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მთავარი ძალა უსამართლობასთან ბრძოლაში. მუსიკოსების პროტესტი იქნება სწორედ იმ უსამართლობის წინააღმდეგ მიმართული, რომელსაც ერთი თვის მანძილზე და არამარტო ერთი თვის განმავლობაში ვხედავთ", - ამბობს ანიტა რაჭველიშვილი.