ახალი არჩევნების მოთხოვნით ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები და ანიმატორები საპროტესტო მსვლელობას მართავენ
ფოტოგრაფები, ივენთ მენეჯერები, ანიმატორები, დიჯეები და მუსიკოსები ამ წუთებში საპროტესტო მსვლელობას მართავენ - შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს IT სპეციალისტებიც შეუერთდნენ და თბილისის ქუჩებში მარშს ერთობლივად აწყობენ.
"დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები" - ამ მოთხოვნით მიემართებიან მოქალაქეები პარლამენტთან.
წამყვანები, ივენთ მენეჯერები, დიჯეები, ფოტოგრაფები, ამ სფეროს წარმომადგენლები, ვინც კი შეიძლება, რომ წარმოადგენდეს ივენთ კომპანიას. რა თქმა უნდა, ეს უწყვეტი პროტესტის არ შეწყდება, სანამ ხალხის აზრი და ხალხის ხმა არ იქნება გაგონილი, მანამდე ეს ყველაფერი არ შეწყდება. ვითხოვთ ახალ არჩევნებს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ხმა იყო გაყალბებული, მითვისებული და ა.შ. და ყველაზე მთავარი მოთხოვნა არის, რომ პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ ყველაფერს შეეწირნენ და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი გათავისუფლება, დაუყოვნებლივ ძალიან მალე მოხდეს, - ამბობს მსვლელობის მონაწილე.
ვაპროტესტებ ისეთ არალეგიტიმურ მთავრობას არჩევნების მოპარვის შემდეგ, რომელმაც ჩვენს შილებს დაამტვრია ცხვირ-პირი. ამ ძალადობას ვაპროტესტებ, ვითხოვ, რომ პოლიტპატიმრები, უკლებლივ ყველა, გათავისუფლდნენ და დაგვიბრუნონ ჩვენი მოპარული ხმა. არავინ დაიღლება, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.