გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნები დანიშნა
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი არჩევნები დანიშნა.
შეგახსენებთ, 16 დეკემბერს გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა 394-ხმით 207-ის წინააღმდეგ გამოუცხადა, რის შემდეგაც შოლცმა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიმართა.