"ევროინტეგრაცია=შშმ პირთა დაცულ უფლებებს" - შშმ პირების აქცია თბილისში

27.12.24 17:36
"ევროინტეგრაცია=შშმ პირთა დაცულ უფლებებს" - შშმ პირების აქცია თბილისში

ამ წუთებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები საპროტესტო აქციას მართავენ - ისინი თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

"ევროინტეგრაცია=შშმ პირთა დაცულ უფლებებს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები აქვთ გამოტანილი შშმ პირებს, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნასა და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას ითხოვენ. 

ძალიან მარტივ რამეს ვიტყვი, ყოველ დღე ისეთი ამბები ხდება, რომ ვეღარ ვეწევით რომელი გავაპროტესტოთ. მათ შორის შშმ პირების დევნა, ისეთი უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, რომელ ოჯახურ ღირებულებებს იცავენ ესენი. შშმ საჯარო მოხელეები, რომლებიც ევროკავშირის მომხრეები იყვნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჯერ გააფრთხილეს, დაემუქრნენ და შემდეგ გაათავისუფლეს. გიგა სოფრომაძე გაათავისუფლეს მაგალითად, მუშაობდა თბილისის მერიაში. შმმ პირთა პროგრამებს კურირებდა", - ამბობს ესმა გუმბერიძე.

მსგავსი სიახლეები