აქცია- პერფორმანსი ფილარმონიასთან- თავისუფალ და ევროპულ საქართველოს ვარსკვლავი გაუხსნეს
აქცია- პერფორმანსი ფილარმონიასთან- თავისუფალ და ევროპულ საქართველოს აქტივისტებმა სიმბოლურად ვარსკვლავი გაუხსნეს.
“ყველგან პოლიცია-არსად სამართალი“ - ამ შეძახილებით დილიდან თბილისში ისევ პროტესტია. ყველა პროფესიის წარმომადგენელი ითხოვს, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს.
ამ ყველაფრით იმის თქმა გვინდოდა, რომ ჩვენ ვართ შეჩვეული თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და გვინდა, ასე გავაგრძელოთ. ყველას მოგიწოდებთ, რომ გამოდით და ამოიღეთ ხმა“, - ამბობს აქციის მონაწილე.
ჩვენ სიმბოლურად გავხსენით ვარსკვლავი, რადგან ასე წარმოგვიდგენია ჩვენი და საქართველოს მომავალი, მოვითხოვთ ახალ არჩევნებს და გათავისუფლდნენ ტყვეები“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
დღის ბოლოს საპროტესტო მარშების ყველა მონაწილე დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას შეუერთდებიან.