"გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება" - ფიშერი აქციის მონაწილეებთან გავიდა

27.12.24 19:24
"გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება" - ფიშერი აქციის მონაწილეებთან გავიდა

გერმანიაში კურსდამთავრებულები საქართველოში გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ. საელჩო მათ ტკბილეულით, ცხელი ჩაით და ყავით უმასპინძლდება. 

პროტესტის რეჟიმში გადასულ საქართველოს მოქალაქეებთან შესახვედრად გავიდა გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი. 

ელჩმა "პირველებთან" განაცხადა, რომ გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება.

აქ გერმანიაში კურსდამთავრებულები შეიკრიბნენ. ბევრი შემაშფოთებელი გზავნილი მოვისმინეთ მათგან. 
ყველამ იცის რას აპროტესტებენ ეს ადამიანები, გერმანია ყველა პროტესტის მხარდამჭერია, რომელიც თავისუფლებას შეეხება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანებს გამოხატონ საკუთარი აზრი", - განაცხადა პიტერ ფიშერმა. 

გერმანიის საელჩოსთან შეკრებილები მალე მსვლელობას დაიწყებენ და პარლამენტის გამზირამდე მივლენ.  

მსგავსი სიახლეები