ვაშინგტონში 15 წუთში ველოდებით განცხადებას... სავარაუდოდ, სანქციები იქნება ივანიშვილის მიმართ - ია მეურმიშვილი
ვაშინგტონი საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება. წუთი წუთზე გაირკვევა, რას აპირებს შტატები და რა სახის სანქციები დაუწესდებათ ივანიშვილს და მისი რეჟიმის წევრებს.
როგორც ჟურნალისტი ია მეურმიშვილი "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში ამბობს, მოლოდინია, რომ სანქციები იქნება უფრო ფართო და ძირითადად ფინანსური ხასიათის.
ვაშინგტონში 15 წუთში ველოდებით რაღაცა ფორმის განცხადებას. მოლოდინია, რომ სავარაუდოდ, იქნება სანქციების რაღაცა წყება გამოცხადებული. ჯერ ზუსტად არ ვიცით, ეს რა იქნება, თუმცა მოლოდინი, რომ იქნება იმაზე უფრო ღრმა და ფართო სანქციები. დაზუსტებით, ვერ ვიტყვი, ვისზე იქნება დაწესებული სანქციები, თუმცა ძალიან დიდი მოლოდინია, რომ ეს იქნება უმაღლესი შრეები სახლმწიფო თუ არასახალმწიფო წარმომადგენლების. სავარაუდოდ, იქნება სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რა ფორმის იქნება სანქციები, უნდა დაველოდოთ, სავარაუდოდ, ეს იქნება ფინანსური სანქციები, რასაც ამტკიცებს სახელმწიფო ხაზინა", - ამბობს მეურმიშვილი.