პროტესტები გრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული - ნინო სუხიშვილი
ანსამბლ “სუხიშვილების“ გენერალური დირექტორი, ნინო სუხიშვილი მუსიკოსები მარშს შეუერთდა- როგორც მან „პირველებს“ უთხრა, არ შეუძლია არ გააპროტესტოს ახალგაზრდა მსახიობების დაკავება, განსაკუთრებით კი ანდრო ჭიჭინაძის.
ნინო სუხიშვილი დარწმუნებულია, რომ ყოველდღიური პროტესტი შედეგს გამოიღებს.
“ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება“, - ამბობს ის.
პირველ რიგში არ შემიძლია არ გავაპროტესტო ახალგაზრდა მსახიობები დაკავება, განსაკუთრებით ანდრო ჭიჭინაძის. წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება ასეთი ძალადობა ახალგაზრდების მიმართ.
ხელოვანის აზრი ხანდახან პოლიტიკოსის აზრზე მნიშვნელოვანია. დღეს ჩემს გარშემო უამრავ ნიჭიერ ადამიანს ვხედავ, რომლებსაც უნდა თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი. 1 თვეა პროტესტები გრძელდება და არ შეწყდება, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მე ვარ ცვლილებების მომხრე. ადამიანი პატრიოტი უნდა იყოს და საკუთარი ვქეყნისთვის საუკეთესო გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, შედეგს მოიტანს ეს ყოველდღიური პროტესტი და ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა სუხიშვილმა.