აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს

27.12.24 20:44
აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს

ამერიკული სანქციების პირველი ეფექტი  - სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირების გამოცხადების შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ ბიძნა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი დაკარგა.

საუბარია Credit Suisse-სთან მოგებულ დავაზე, რომლსი შემდეგაც ოლიგარქს 461 მილიარდი დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, აშშ-ის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მოგებულ თანხას ვერ მიიღებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.

ამასთან, OFAC-ის თანახმად, ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეეძლება მხოლოდ მაშინ თუკი OFAC-ი შესაბამის თანხმობას გასცემს.

2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა Credit Suisse-ის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ $461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

 

მსგავსი სიახლეები