ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი შაიშმელაშვილის სკანდალურ მხილებაზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელის სკანდალური მხილება - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გდდ-ში წლების განმავლობაში მარალ თანამდებობაზე "შარლატანი" ჰყავდათ.
ერთი ჩვეულებრივი შარლატანია, არანაირი სერიოზული კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით. გდდ-ში არის 17 სტრუქტურული ერთეული და ერთ-ერთში მუშაობდა ეს. ერთი შარლატანი მრავალათასიან სტრუქტურაში ჩვეულებრივი მოვლენაა", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი შაიშმელაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ მელაძესთან, ხვალ, 28 დეკემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში 20:00 საათზე გავა.
ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.