როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

27.12.24 21:08
როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კიასტუტის ბუდრისი მიესალმება აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას.

„როგორც იქნა! ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის მიერ იქნა დასანქცირებული. მივესალმები აშშ-ის ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილებას. ის უკვეა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და უკრაინის ნაციონალურ სასანქციო სიებში.

საუკეთესოა დროა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა სახელმწიფოებმა იგივე ნაბიჯი გადადგან. ლიეტუვა გვერდში უდგას ქართველ ხალხს!” - წერს ბუდრისი.

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. 

მსგავსი სიახლეები