შტატებმა ივანიშვილი დაასანქცირა, ევროკავშირმაც იგივე უნდა გააკეთოს - კოლსი
ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების შემდეგ, იგივე უნდა გააკეთოს ევროკავშირმაც.
„შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს (როგორც ევროპარლამენტმა მოუწოდა), რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში,” - წერს კოლსი.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.