"სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - ლუკ კოფი ივანიშვილის დასანქცირებაზე
"კარგი ამბავია, რომ ხაზინამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს," - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ამერიკის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას "ჰადსონის" ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი.
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.