"აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლის გადასაჭრელად" - ბრაჟე
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე ამერიკის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შეერთებული შტატების მიერ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი დემოკრატიული, ევროპული მომავლის გადასაჭრელად, რაც შეესაბამება ხალხის მოთხოვნას," - წერს ბაიბა ბრაჟე.
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.