"აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ევროსაბჭოს დრო ეწურება!" - როიტენი

27.12.24 23:33
"აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა, ევროსაბჭოს დრო ეწურება!" - როიტენი

" ევროსაბჭოს დრო ეწურება!" - ასე ეხმაურბეა  ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

ჩვენ არ შეგვიძლია ქართველ ხალხს იმედი გავუცრუოთ - წერს ევროპარლამენტარი

"აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.

ევროსაბჭოს დრო ეწურება! ჩვენ არ შეგვიძლია ქართველ ხალხს იმედი გავუცრუოთ ევროკავშირის მომავლისა და სამართლიანი განმეორებითი არჩევნებისკენ სწრაფვაში.

ივანიშვილისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია დაგვიანებულია," - წერს როიტენი. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.