პირი, რომელმაც ტვ პირველის ოპერატორს მანქანა დააჯახა, დაკავებულია

08.09.21 11:59
პირი, რომელმაც ტვ პირველის ოპერატორს მანქანა დააჯახა, დაკავებულია

პირი, რომელმაც გუშინ ფონიჭალაში ტვ პირველის ოპერატორს მანქანა დააჯახა, დაკავებულია.

შსს-ს ცნობით, პირი დაკავებულია 154-ე მუხლით, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და 187-ე მუხლით, რაც სხვისი  ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ტვ პირველის ოპერატორს თავს გუშინ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაესხნენ.  მას ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ალი ჰუსეინოვის ახლობლებმა ავტომობილი განზრახ შეაჯახეს. ასევე სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს და არხის კუთვნილი ტექნიკა დააზიანეს.