რატომ არ იყენებს "ოცნება" ტექნოლოგიებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხალხის გატაცების პრევენციას მოახდენდა

30.12.24 12:34
რატომ არ იყენებს "ოცნება" ტექნოლოგიებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხალხის გატაცების პრევენციას მოახდენდა

რატომ არ იყენებს ოლიგარქის პარტია იმ ტექნოლოგიებს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხალხის გატაცების პრევენციას მოახდენდა? - ამ დრომდე არც შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტებებს არ აკეთებენ. არადა, აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც საქართველოს აშშ-მ გადმოსცა, მარტივად იქნებოდა შესაძლებელი ოკუპანტების გადაადგილების დადგენაც და საქართველოს მოქალაქეების დაცვაც.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელი დავით ქაცარავა ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება რუსებისთის კომფორტის შექმნას ყველა გზით ცდილობს. მისი თქმით, მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზთანა ხლოს ცხოვრობენ, აბსოლუტურად დაუცველები არიან, ხოლო პოლიცია, რომელიც იქ პატრულირებს, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. 

ოფიციალური უწყებები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დისკომფორტი შეუქმნან რუსეთს. ეს პოლიციური ნაწილები  ატარებენ ფორმალურ ხასიათს და მაშინ, როდესაც სჭირდება აი, ამ ე.წ. არალეგიტიმურ მთავრობას, ფაქტობრივად, ცარილეს ტოვებენ საოკუპაციო ხაზს. ჩამოჰყავთ გდდ-ს თანამშრომლები დასარბევად და ოკუპაციის ხაზს ტოვებენ, ფაქტობრივად, დაუცველს. ზოგადად, „ქართული ოცნება“, ეს არის კოლაბორაციონტი, მოღალატე მთავრობა, როელიც მაქსიმალურ კომფორტს უქმნის რუსეთს. რა იგულისხმება ამაში? ამაში იგულისხმება ის, რომ ოკუპაციის ხაზთან მდებარე პოსტები, სამწუხაროდ, არ უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ეს პოსტები უფრო მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებს, ვიდრე ეფექტურს. ამიტომ,  ის, რაც ილაპარაკა ირაკლი შაიშმელაშვილმა, არის რეალობა. ეს არის ის მოცემულობა, რომელიც შექმნილია ოკუპაციის ხაზთან. ჩვენი მოქალაქეები არიან აბსოლუტურად დაუცველები შიდა ქართლშიც კი, სადაც განლაგებულია გარკვეული რაოდენობა საპოლიციო და გდდ-ს პოსტებისა, ხოლო დანარჩენი სამი რეგიონი აბსოლუტურად დაუცველი, - ამბობს დავით ქაცარავა. 

"ოცნების" უყურადღებობაზე საუბრობს საოკუპაციო ხაზთან მოკლული თამაზ გინტურის ძმაც. გივი გინტური ამბობს, რომ მის სოფელში პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ ჩააყენეს, რაც რუსები სისასტიკეს მისი ძმა შეეწირა.  

ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას არ აინტერესებს ოკუპირებულ სოფლებს ყურადღება რომ მიაქციოს. მანამ ჩემი ძმა არ მოკლეს, ყურადღებას არავინ აქცევდა. ჩემი ძის მკვლელობის მერე დააყენეს პოლიცია და პოლიცია აკონტრილებს. აქამდეც თურმე შესძლებიათ, რომ ეკონტროლებინათ საოკუპაციო ხაზი. მთავრობა იყენებს ამერიკიდან შემოტანილ ინსტრუმენტს თუ იარაღს, რომ მარტო აქციებზე დაარბიონ პატარა ბავშვები და სცემონ, - ამბობს გივი გინტური.  

შტატბიდან მიღებული აღჭურვილობის შესახებ " შაბათის ეთერთან" პოლიკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშივლმა ისაუბრა. სკანდლური ინტერვიუდან ცნობილი ხდება, რომ საქრთველოს ხელისუფლებას მაღალი დაკვირვების საშუალებები აქვს, თუმცა მათ გამოყენებაზე უარს ამბობს.

მსგავსი სიახლეები