“პირველების“ ინფორმაციით, შალვა თადუმაძის ადგილი უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს
„პირველების“ ინფორმაციით, შალვა თადუმაძის ადგილი უზენაეს სასამართლოში შესაძლოა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაგნიტსკის სიაში მყოფმა, ასევე რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული უვადო მოსამართლე, შალვა თადუმაძე მოადგილედ დანიშნა.
2019 წლიდან დღემდე თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.