"ხარება" კლინიკაში შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე"ხარება" კლინიკაში შეიარაღებულ პირებთან ერთად იმყოფებოდა - ამის შესახებ "პირველებს" თვითმხილველები უყვებიან.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი შეიარაღებული პირი, რომელიც "ხარებას" აცილებდა, იოსებ მარგველაშვილია.
- განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია - სპეცრაზმის შეფი “ავერსის" კლინიკაში მაღალტექნოლოგიური კვლებისთვის მიიყვანეს. “პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ "ხარებას" მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, რაც მხოლოდ მექანიკური ზემოქმედებით არის გამოწვეული.
მარგველაშვილი იმ დანაყოფის მეთაურია, რომელიც ჭიჭინაძის ქუჩაზე განლაგებულ სპეცრაზმს მეთაურობდა. სწორედ ეს დანაყოფი უსწორდებოდა სასტიკად მომიტინგეებს.
მარგველაშვილის გვარი აქციების დარბევის ბელორუსული სცენარის შესახებ, შაბათის ეთერის მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში გაჟღერდა.
- მაკა ჩიხლაძემ რეპორტაჟში ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი სისხლიანი ნოემბრის დღეებში, ოლიგარქის სპეცრაზმის მოქმედების ტაქტიკა და ბელორუსული ომონის მიერ მინსკის 2020 წლის აქციების დარბევის მეთოდები ერთმანეთს შეადარა. ყველაფერი ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა.
- წამების მეთოდები, აქციის მონაწილეებისთვის მიყენებული დაზიანებები, განსაკუთრებული სისასტიკე და სისხლის სამართლის საქმეების გაყალბების გზები, ერთმანეთის იდენტურია.