რეპრესიების სერია - “ოცნების“ მიერ უკანონოდ გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ

03.01.25 17:32
რეპრესიების სერია - “ოცნების“ მიერ უკანონოდ  გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ

სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეეები სასამართლოშიი იჩივლებენ. ე.წ. რეორგანიზაციაში მოყოლილი ადამიანები ფიქრობენ, რომ რეჟიმა სამიზნეში საგანგებოდ ამოიღო-არ აპატიეს აქციებზე დგომა და ევროპული მომავლის დაცვაა.

საჯარო მოხელეების არგუმენტებს ამყარებს აბსურდული და უმიზეზო გათავისუფლების  შესახებ ბრძანებები.

გათავისუფლებულებს შორის არის სოფო აბულაძე, პრობაციის ეროვნული სააგენტოს უკვე ყოფილი თანამშრომელი, რომელიც ჯერ გაათავისუფლეს, შემდეგ კი კარგი მუშაობის გამო, პრემია ჩაურიცხეს. სოფო აბულაძეს რამდენიმე დღე დასჭირდა იმის გამოსარკვევად, რატომ აღმოჩნდა არასასურველი კადრების სიაში.

გუშინ გავიგეთ, რომ ჩვენი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ანალოგიურად გაათავისუფლეს სამსახურიდან, ეს არის რეპრესიები, დევნა პოლიტიკური შხედულებების გამო. ამ ადამიანებისთვისაც არ არის ცნობილი მიზეზი დ აარავინ გვისაბუთებს, რა იყო რეალურად ჩვენი გათავისუფლების საფუძველ, თუმცა ყევლამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ჩვენი პოლტიკური შეხედულებების გამო. მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ხელი მოვაწერე პეტიციას, რითაც გავემიჯნეთ ევროინტეგრაციის შეჩერებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩემი 130 ბენეფიციარი რჩება ფისქოლოგის ჩართულობის გარეშე, ძალიან რთულია და ჩვენთვის და დიდი რესურსის ჩადება გვიწვე სამ ადამიანებთან ნდობის ფორმიერებაში“, - ეუბნება სოფო აფულაძე “პირველებს“.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეპრესიების მსხვერპლებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობენ და აანონსებენ, რომ თუ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი იქნება, სასამართლო დავები აუცილებლად მათ სასარგებლოდ დასრულდება.

გავაკეთეთ ცხელი ხაზი, სადაც ვიღებთ შეტყობინებებს ამ პირების მიერ, ვინც განთავისუფლდა. ჩვენ პირველ რიგში დახმარებას და სამართლებრივ ბრძოლას ვთავაზობთ. ეს არის “ოცნების“ ხელწერა, რომელიც ცდილობს, ამ ჩაგვრით შეაშინოს მოქალაქეები, მაგრამ როგორც აქციებმა აჩვენა,  ეს ჩაგვრა კიდევ უფრო მეტ პროტესტს იწვევს და აშიშვლებს იმ რეალობას, რაც გვაქვს. თუვინმეს არ სჯეროდა, თუ რა მიზანი ჰქონდა “ოცნებას“, ახლა ყველაფრი ნათელია, ეს არ შემოფარგლება მხოლოდ, დემონსტრანტების დაკავებებით და ცემით, უკვე გადავიდა საჯარო მოხელეებზე, ადამიანებზე, ვის კეთილსინდისიერ მუშაობაზეც დამოკიდებულია, როგორი სახელმწიფო გვექნება“,- ამბობს მესამე სექტორის წამომადგენელი. 

სამსახურიდან “ოცნების“ მიერ უკანონოდ გაშვებული საჯარო მოხელეები სასამართლო დავებს აანონსებენ და არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლომდეც მივიდეს.

ამავე თემაზე: