"ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომ ივანიშვილმა ამოისუნთქოს" - თეოლოგი პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვაზე

04.01.25 13:28
"ყურადღების გადატანის მცდელობაა, რომ ივანიშვილმა ამოისუნთქოს" - თეოლოგი პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვაზე

 

თეოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა ქუჩიდან და ძირითადი პრობლემიდან ყურადღების გაგადასატანად გამოაქვეყნეს.

რჯულის კანონის მცოდნეები ამბობენ, რომ ამით "ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ექნება ამოსუნთქვის საშუალება".

თეოლოგები საუბრობენ ასევე შორენა თეთრუაშვილის მისამართით ისრების გადატანაზე და ამბობენ, რომ ეს გარკვეულწილად არის იმისთვის გაკეთებული, რომ სამომავლოდ "შორენა ვიღაცისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი არ გახდეს საპატრიარქოში".

საზოგადოების ყურადღება ახლა ძირითადად ქუჩიდან და იმ პრობლემიდან, იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ უნდა გადაიტანონ საპატრიარქოს მიმართულებით, სადაც ჩაერთვება აბსოლუტურად ყველა თავისი აქტივობით, თავისი მსჯელობით და ა.შ. და ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ექნება ამოსუნთქვის საშუალება. შესაბამისად, ახლა არაფერი არ ხდება, თუკი ჩვენ "არ დავგოიმდებით" და არ დავიწყებთ ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ისრების გადატანა, თან შორენაზე, ესეც გარკვეულწილად არის იმისთვის გაკეთებული, რომ სამომავლოდ შორენა არ გახდეს ვიღაცისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი საპატრიარქოში'', - ამბობს თეოლოგი.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ  და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.