"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა

04.01.25 13:44
"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა

"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა.

ცნობისთვის, Wissol ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძეა. ის "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავეა. 

შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები