ეს არის ''ოცნების'' დაკვეთა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის დამონტაჟებულ მილოცვაზე

04.01.25 15:28
ეს არის ''ოცნების'' დაკვეთა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის დამონტაჟებულ მილოცვაზე

 

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე დარწმუნებულია, რომ პატრიარქის მილოცვის დამონტაჟება და შემდეგ მისი გამოქვეყნება "ოცნების" პირდაპირი დაკვეთაა.

დეკანოზი ამბობს, რომ ვიდეო მონტაჟი ივანიშვილის მესიჯბოიქსზეა აგებული.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ''ქართული ოცნების'' არალეგიტიმური ხელისუფლების დაკვეთა. მონტაჟი, ვიდეო მონტაჟი პირდაპირ არის აგებული ივანიშვილის მესიჯბოიქსზე ეს იგი მშვიდობა, მშვიდობაა მთავარი, მშვიდობა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, მშვიდობაა მთავარი თუნდაც რუსეთთან ალიანსის პირობებში, მაინც მშვიდობა ეს არის ფუნდამენტური. მთავარი არის ასევე ის, რომ ეს სახელმწიფო დაცვა, რომელიც ''ოცნების'' ხელისუფლების მიერ ჰყავს დანიშნული პატრიარქს, 24- საათიან რეჟიმში აკონტროლებს და არცერთ წამით არ ტოვებს ყურადღებისა და კონტროლის გარეშე. ეს სახელმწიფო დაცვა რა თქმა უნდა იმართება სუს-ის მიერ, ანუ ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან'', - ამბობს ილია ჭიღლაძე.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ  და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.