თეოლოგების ნაწილი ეჭვობს, რომ პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვის გავრცელებაში შიო მუჯირის ინტერესები იკვეთება
ვისი დავალებით და ვისი ორგანიზებით გავრცელდა პატრიარქის დამონტაჟებული მილოცვა ახალი წლის ღამეს? - თეოლოგების ნაწილი ეჭვობს, რომ პატრიარქის უსუსურობის წარმოჩენაში მისი მოსაყდრე შიო მუჯირის ინტერესები იკვეთება, ანდრია ჯაღამიძე კი უბრალოდ მისი რუპორია.
დადის ხმები, რომ ამას წინ უძღოდა ის, რომ პატრიარქს აქვს მუჯირის მოსაყდრეობიდან გადაყენების სურვილი - აცხადებს ლევან ტატურაშვილი "პირველებთან".
თეოლოგი პატრიარქის სამდივნოზეც საუბრობს და ამბობს, რომ შორენა თეთრუაშილზეც არის პასუხისმგებლობა.
ვხედავ ძალიან მარტივ თავხედობას, როცა ან შეუძლოდ იყო უწმინდესი ან რაიმე გარემოება იყო ისეთი, რომ ადგნენ და ასეთი ვიდეო გააკეთეს. ფაქტია, რომ ვიდეო არის მონტაჟი, არის ტყუილი. აქ ჯაღმაიძე უბრალოდ რუპორია მოსაყდრის. აქ არის დაპირისპირება მდივან რეფერანტსა და მოსაყდრეს შორის. ყველაზე მსუბუქი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, ეს არის ჯაღმაიძის დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლება. ასევე დადის მთავარი ასეთი ხმები, რომ ამას წინ უძღოდა კათოლიკოს პატრიარქს აქვს მოსაყდრეობიდან გადაყენების სურვილი მოსაყდრის მიტროპოლიტის მუჯირის და ეს მომენტი გამოყენებული იქნა მუჯირის მხარის მხრიდან და ისინი ცდილობენ, ასე ვთქვათ პატრიარქის უსუსურობა ამით წარმოაჩინონ.
პასუხისმგებლობა არის პატრიარქის სამდივნოზე, მდივან რეფერანტზე და ასევე მოსაყდრეზე. თუ ხარ მოსაყდრე, მაშინ უნდა ცდილობდე, რომ მსგავსი სამარცხვინო აქტი არ განხორციელდეს'', - ამბობს თეოლოგი.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.