"მირეკავენ ვისოლიდან... სამარცხვინოები!!'' - ანდრო ჭიჭინაძის დედა

04.01.25 15:50
"მირეკავენ ვისოლიდან... სამარცხვინოები!!'' - ანდრო ჭიჭინაძის დედა

ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე სოცალურ ქსელში წერს, რომ დრეს, მას შემდეგ, რაც ვიდეორგოლიდან მისი შვილის კადრების ამოჭრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, "ვისოლიდან" ურეკავდნენ.

გუნცაძე ამბობს, რომ კომპანაისთან ყოველგვარ გასაუბრებაზე უარს ამბობს. 

"მირეკავენ ვისოლიდან და უარს ვამბობ ყველანაირ გასაუბრებაზე მათთან! როგორმე უნდათ თავი იმართლონ! სამარცხვინოები!!!!" - წერს ლიკა გუნცაძე.

"ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა.

ცნობისთვის, Wissol ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძეა. ის "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავეა.