ლაშა ღლონტმა პატრიარქი მოინახულა - რა ამბობს საპატრიარქოდან გამოსული მომღერალი

04.01.25 17:14
ლაშა ღლონტმა პატრიარქი მოინახულა - რა ამბობს საპატრიარქოდან გამოსული მომღერალი

დღეს ილია მეორე იუბილარია, უწმინდესი დილიდან სტუმრეებს იღებს, რომელთა შორისაც იყო მომღერალი ლაშა ღლონტი. 

მომღერალი ამბობს, რომ პატრიარქს საუბარი შეუძლია.  

ჩვენ მივულოცეთ, ოცი წელია დავდივართ მისალოცად. რა თქმა უნდა ახლა ასაკშია და შეუძლოდ არის, მაგრამ გამოვიდა და შეძლებისდაგვარად მოგვილოცა. როგორც შეძლო ისე მოგვმართა სიტყვით'', - ამბობს ლაშა ღლონტი.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ გუშინ დაადასტურა, რომ ილია მეორეს საახალწლო მიმართვა მონტაჟია და არა წელს ჩაწერილი ვიდეო.

ახლა მთავარი კითხვაა,  როგორ  და ვისი მითითებით გავრცელდა პატრიარქის მიმართა, რომელიც ახალი წლის ღამეს სამთავრობო მედიამ, წინასწარ ჩაწერილ საახალწლო კონცერტის სიგნალთან ერთად გაავრცელა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქის მოსაყდრე არის მეუფე შიო. ის არის სწორედ მმათველი საპატრიარქოში, ამიტომაც საინტერესოა, იცოდა თუ არა აღნიშნულის შესახებ. 

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს , სადაც უწმინდესი დაუძლურებულად არის წარმოჩენილი, საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნებოდა, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული.