ქალი, რომელმაც ბავშვები დაჩაგრა და დააჩოქა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

21.03.21 15:12
ქალი, რომელმაც ბავშვები დაჩაგრა და დააჩოქა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ქალი, რომელმაც ლაგოდეხში 2 მოზარდი დაჩაგრა და დააჩოქა, სასამართლო დარბაზიდან 4 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. ბავშვების ბულინგის ამსახველი კადრები  გუშინ, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასაჯაროვდა. კადრებში ჩანს, რომ ლაგოდეხში, მე-6 კლასელის ბებიამ, შვილიშვილის თანატოლებზე იძალადა, მან ისინი დააჩოქა, დაემუქრა, დაამცირა და ვიდეო გადაიღო. ამ შემთხვევას წინ ბავშვებს შორის კონფლიქტი უძღოდა.

 ბავშვის ბებია მომხდარს  უარყოფს და იმ ადამიანის დასჯას მოითხოვს, რომელმაც ვიდეო გადაიღო.

 

მსგავსი სიახლეები