ექსკლუზივი: მოპოვებულია ოქრო მოწმის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საგამოძიებო უწყებას სიცრუეში ამხელს
მოპოვებულია ოქრო მოწმის ვიდეო-ჩანაწერი, რომელიც საგამოძიებო უწყებას სიცრუეში ამხელს "პირველებმა" მოიპოვა ვიდეო, სადაც მეტროს თანამშრომელი ამბობს, რომ პროევროპული აქციის მონაწილე, რეზო კიკნაძე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ორმა პირმა დააკავა.
ეს მაშინ, როცა საგამოძიებო უწყებას ოფიციალურ დოკუმენტში, ოქმში უწერია, რომ ქართული "ოცნების" პოლიტიკით უკმაყოფილო ახალგაზრდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა აყვანილი.
დილით, სანამ ჩამოვიდოდით, ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვიდა და არ იყო სალაროსთან მისული. მოვიდა ორი უფრომო , მოკიდეს ხელები და შეიყვანეს იქვე პატრულის ოთახში", - ისმის ვიდეოში.
კიკნაძის ადვოკატის თქმით, ცდომილებებია დროშიც. უფლებადამცველის განცხადებით, ტყუილია ჩხრეკის ადგილად ჩაწერილი მისამართიც. იურისტი "პირველებთან" განმარტავს, რა იცვლება საქმეში აღმოჩენილი ამ ახალი გარემოებით.
არსებობს არაერთი გარემოება მტკიცებულებების გაყალბებასთან დაკავშირებით. პირველი - დაკავება მოხდა გაყალბებულად, მეორე - ჩხრეკის ოქმი და დაკავების ოქმი არის შედგენილი გაყალბებულად. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პროკურორმა დაუშვა შეცდომა, 10:17 საათზე შეიტანა განჩინება დაკავების შესახებ, როდესაც რეზო უკვე 09:30 წუთზე უკვე იყო დაკავებული. ეს სჭირდებოდათ, რომ ეს ყველაფერი კანონიერად გაესწორებინათ, ამის საფუძველზე ის აიყვანეს ლისზე და შემდგომ ელოდებოდნენ დროის გასვლას, რადგან განჩინების საფუძველზე ბატონი რეზოს დაკავება ყოფილიყო კანონიერი. ასევე გაცვლის დროსაც მოხდა ფალსიფიკაცია. ამის მტკიცებულებებიც არსებობს. დაცვის ოქმში პირდაპირ არის მითითებული ადვოკატის მიერ, რომ ბატონ რევაზს გადმოეცა დაზიანებული დისკი. მათ ეგონათ, ადვოკატს მოატყუებდნენ და ციხეზე გაუცვლიდნენ ბრალდებულს. ყოველივე ეს გავთვალეთ და მივედით ციხეზე. შესაბამისად, იქ მყოფ გამომძიებელს, ლევან ბასილაიას დახვდა ის გარემოება, რომ ადვოკატი იმყოფებოდა იქ და ვერც გატეხილ დისკს ვერ გაუცვლიდა და ვერც პქმშ ჩაწერდა, რომ მასალები გადაეცა სრულად. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 83-ე მუხლის საფუძველზე, თუ მტკიცებულება მხარეს არ გადაეცა, ყველა მტკიცებულება ანულირებული და დაუშვებელია", - ამბობს ადვოკატი.
კიკნაძე 6 დეკემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დააკავეს – მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ რეზო კიკნაძის ცოცხლად დამარხვის მცდელობის და წამების ისტორია ერთ-ერთი საქმეა, რომელიც ძალადობის 12 ეტაპიანი სქემაში მოხვდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა ის სასტიკი მეთოდები აღწერეს და დაადოკუმენტრეს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი მომიტინგეების წინააღმდეგ იყენებდა. იყო შემთხვევა, როდესაც დაკავების, მიკროავტობუსში სპეცრაზმმა გაზის კაფსულა შეაგდო.