ფხალაძე: "ოცნება" გამოგონილ მტერზე საუბრობს და არა იმაზე, ვისზეც უნდა საუბრობდეს - რუსეთზე
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ "ოცნება" დღევანდელი განცხადებით კონფრონტაციაში შედის პარტნიორებთან.
მისი თქმით, შევდივართ იმ ძალიან სახიფათო ფაზაში, როდესაც ადვილზე ადვილი ხდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება და ექსპერტის შეფასებით, ამის დასტურია ის, რომ წერილში ვანიშვილის გუნდი გამოგონილ მტერზე საუბრობს და არა იმაზე, ვისზეც უნდა საუბრობდეს - რუსეთის ფედერაციაზე.
ამ შემთხვევაში, ყველაზე საშიში არის ის, რაც იკითხება, რომ მათ სრულიად დაკარგული აქვთ რეალობის აღქმა და რეალობის აღქმის დაკარგვა ვნებს, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, იმიტომ, რომ კონფრონტაციაში შევდივართ იმ პარტნიორებთან, რომელთა წყალობითაც 30 წელია დგას და ძლიერდება ქართული სახელმწიფოებრიობა. ამ კონფრონტაციაში შესვლით ჩვენ ვანგრევთ ქართულ სახელმწიფოებრიობას და შევდივართ იმ ძალიან სახიფათო ფაზაში, როდესაც ადვილზე ადვილი ხდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება, ოღონდ არა იმ გამოგონილი მტრის მიერ, რომელზეც ეს განცხადება საუბრობს, არამედ იმისგან, ვისზედაც საერთოდ არ საუბრობს - მხედველობაში მაქვს რუსეთის ფედერაცია", - ამბობს თენგიზ ფხალაძე.