"ოცნების" "კარის ბიზნესმენებს" სანქცირება ემუქრებათ - საბანაძე განმარტავს, რატომ ხდება რეჟიმისთვის ამ მიმართულებით "დარტყმა"

10.01.25 00:42
"ოცნების" "კარის ბიზნესმენებს" სანქცირება ემუქრებათ - საბანაძე განმარტავს, რატომ ხდება რეჟიმისთვის ამ მიმართულებით "დარტყმა"

 

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ შეერთებული შტატების მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის დასასანქცირებელთა სიის გაგზავნა და ივანიშვილის გარემოცვის, მისი მინისტრების და კარის ბიზნესმენების შესაძლო დასაქცირება არის პროპორციული პასუხი "ოცნების" გადაწყვეტილებებზე.

საბანაძის თქმით, რაც დრო გადის, ივანიშვილის რეჟიმი დათმობებზე არ მიდის, სწორედ ამიტომ საერთაშორისო რეაქციები სულ უფრო მკაცრდება და ვარაუდობს, რომ კიდევ უფრო გამკაცრდება. 

ეს არის ლოგიკური განვითარება იმ გადაწყვეტილებების, რომელსაც აშშ იღებს. სანქციები ძალიან ნელ-ნელა და ფრთხილად შემოვიდა. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ - ხდება სანქციების, როგორც პასუხის გამკაცრება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ იმის პროპორციულად, თუ როგორ ღრმავდება საქართველოში კრიზისი. რეალურად, ეს არის "ოცნების" გადაწყვეტილებებზე პროპორციული პასუხი. "ოცნება" იმ კრიზისიდან გამოსავალს არ ეძებს, ის ამბობს, რომ არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. ეს ხალხი თვეზე მეტია დგას ქუჩაში, სერიოზული პრობლემები იქმნება, ქვეყნის მართვა რეალურად ხდება  ძალიან რთული და არის მარტივი გამოსავალი ამ კრიზისიდან, რომელსაც "ოცნება" უარყოფს. რაც უფრო მეტი დროს გადის, "ოცნება" თავის თავს ჩიხში ამწყვდევს. რადგან "ოცნება" პოზიციებს არ თმობს და პარალელურად ხდება დისკურსის გამკაცრებაც "ოცნების" მხრიდანაც პარტნიორების მიმართ. მკაცრდება რეაქცია, ივანიშვილი თავად არის დასანქცირებული, თან რეალურად რუსეთის სამსახურისთვის არის დასანქცირებული. საქართველოში დემოკრატია არ არის მხოლოდ მმართველობის სისტემა, საქართველოს დემოკრატიასთან არის დაკავშირებული ქვეყნის სტრატეგიული ღირებულება. იმით, რომ "ოცნება" ანგრევს საქართველოში დემოკრატიას, ის მას უკარგავს თავის სტრატეგიულ ფუნქციას და აძლიერებს რუსეთის გავლენას და რეალურად, ხდის რუსული ორბიტის ნაწილად.

საბანაძე საუბრობს ასევე შტატებისთვის მიუღებელ 4 სახელმწიფოზე - რუსეთზე, ჩინეთზე, ირანზე და ჩრდილოეთ კორეაზე, რომლებსაც "ბოროტების ღერძად" მოიხსენიბს და ამბობს , რომ "ოცნების" პირობებში, საქართველო ამ ღერძთან დაახლოებული ქვეყანა გახდა. 

დღეს ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ თავის ხალხს კი არ ებრძვის და მხოლოდ სტრატეგიულ ფუნქციას კი არ უკარგავს, არამედ, რეალური მტრების წინაშე ტოვებს მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე - ამბობს საბანაძე და აცხადებს, რომ "ოცნება ანტიამერიკულ პოლიტიკური ძალად ჩამოყალიბდა. შესაბამისად, მისი თქმით, რეაქციაც შტატებისგან არის პროპორციული.

უილსონმა კარგად იცის რა ადარდებს ტრამპს, რუსეთი ნაცნობი პრობლემაა, მაგრამ უფრო დიდი გამოწვევა შტატებისთვის არის ჩინეთი, რომელიც ძალიან ადარდებს ტრამპს და მთელი ყურადღება გადავა ჩინეთზე, ასევე ირანი. ასევე ჩრდილოეთ კორეა, რომელიცა რის ბოროტების ღერძი - ეს 4 ქვეყანა არის ამ ღერძის შემადგენელი და საქართველო, რომელიც იყო დასავლეთის ყველაზე ძლიერი მოკავშირე მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ხდება ამ ღერძთან დაახლოებული ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი დანაკლისი ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში. ასევე ეს ღერძი არ არის მხოლოდ ავტორიტარული სახელწმიფოების კრებული, ეს არის ძალიან მკვეთრად გამოკვეთილი ანტიამერიკული არაფორმალური ალიანსი, ამიტომ დღეს ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ თავის ხალხს კი არ ებრძვის და მხოლოდ სტრატეგიულ ფუნქციას კი არ უკარგავს, არამედ, რეალური მტრების წინაშე ტოვებს მოკავშირეებისა და მეგობრების გარეშე. ის ჩამოყალიბდა ანტიამერიკულ პოლიტიკურ ძალად, შესაბამისად, რეაქციაც არის ამაზე პროპორციული. 

რას ნიშნავს "ოცნების" კარის ბიზნესმენების სანქცირება? - ნატალია საბანაძე ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამ ბიზნესით ხეირობს და ცოცხლობს, ამიტომაც ხდება რეჟიმზე ამ მიმართულებით დარტყმა.

ახლა ამ ბიზნესზე საუბარი, პროპაგანდაზე, ეს არის ორი, უფროსწროად სამი შტო - იგივე მოდელით ვრცელდება სანქციები რუსეთზე, ვენსუელაზე, იგივე ტიპის მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. რეჟიმი ვერ შეინარჩნებს თავსი გავლენებს, თუ არ ეყოლება მაცოცხლებელი ძალები და აქ მნიშვნელოვანია ბიზნესი, ამით ხეირობს, იმით, რომ აცოცხლებს ამ რეჟიმს, იმიტომ, რომ შექმნილია არაფორმალური კონტრაქტი რეჟიმსა და ამ ბიზნესს შორის. ეს არის ძალიან დიდი გავლენის ბერკეტი და სწორედ ამ მიმართულებით ხდება დარტყმა. ეს სანქციები დაანგრევს თუ არა რეჟიმს არ ვიცი, მაგრამ ძალიან შეასუსტებს. "იმედის" ხელმძღვანელს, რუხაძეს ძალიან კარგად აქვს გააზრებული ეს რას ნიშნავს - გარდა იმისა, რომ მათ პირად ბიზნესს, კეთილდრეობას დაარტყამს, ანუ ის არაფორმალური კონტრაქტი, რომელიც ამ ხალხს აქვს რეჟიმთან, ამის საფუძველი მოშლება, იმიტომ, რომ ამის საფუძველი იყო, რომ მე მხარს დაგიწერ, გაცოცხლებ, მაგრამ მე შესაბამისად უნდა მომეცეს ფულის კეთების საშუალება.  ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგება ქვეყანა, ძალიან მალე, თუ არ გამოძებნა გამოსავალი, უნდა ველოდეოთ, მსგავს ნაბიჯებს"- განაცხადა ნატალია საბანაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები