თუ მისი ბიზნესმენები დასანქცირდებიან, ეს ივანიშვილისთვის აფეთქების ტოლფასი იქნება - ფადი ასლი
საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარე, ფადი ასლი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის ბიზნესგარემოცვის სანქცირება ფაქტობრივად ოლიგარქისთვის აფეთქების ტოლფასი იქნება, რადგან ივანიშვილის რეჟიმის დაფინანსება სწორედ ამ ადამიანებზე დგას.
ფადი ასლის თქმით, თუ ეს მოხდა, ბიზნესმენებს შეეშინდებათ ფულის შეწირვა "ქართულ ოცნებაში" და არ მოუნდებათ მმართველ გუნდთან ასოცირდებოდნენ, რას მისი განცხადებით "ოცნების" ფინანსებზე დიდი გავლენას მოახდენს.
30 წლის განმავლობაში ყველა მთავრობას თავისი ბიზნესმენები ჰყავდა . შევარდნაძის დროს იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც შევარდნაძესთან იყვნენ ახლოს, სააკაშვილის დროსაც ასე იყო და ახლაც, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ბიზნესმენები, რომლებიც მისი გარემოცვა არიან. აკეთებენ დიდ ფულს, რადგან აქვთ წვდომა ყველაფერზე რაც სურთ. ბევრი მათგანი ივანიშვილს ან მის გარემოცვას მოგებასაც უზიარებს. აფინანსებენ "ქართულ ოცნებას", ან პარტნიორობის ფარგლებში უნაწილებენ მათ ფულს, ან უბრალოდ არიან შემომწირველები. თუ ისინი დასანქცირდებიან, ეს იქნება ივანიშვილისთვის აფეთქების ტოლფასი , რადგან სხვა ბიზნესმენებს შეეშინდებათ ფულის შეწირვის ქართულ ოცნებაში , ან ასოცირდნენ ოცნებათან, ან აკეთონ ბიზნესი მათთან ვინც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. ეს კი გავლენას მოახდენს "ოცნების" ფინანსებზე და შიგნიდან დაასუსტებს", - ამბობს ფადი ასლი.
ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, "ქართული ოცნების" წევრები ტელევიზორით უყურებენ. ოლიგარქის პარტია 20 იანვრის ღონისძიებას თბილისიდან დააკვირდება. ვაშინგტონში პრეზიდენტის სტატუსით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია დაპატიჟებული. არაღიარებული ხელისუფლებიდან, არცერთი თანამდებობის პირი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. არადა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი ღონისძიებაზე დაპატიჟა, მათ შორის ჩინეთის ლიდერიც.