ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება - ეკა გიგაური

10.01.25 18:17
ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, რომელიც ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება.

მსიივე თქმით, თუ ოლიგარქი ბიზნესის მხარდაჭერის გარეშე დარჩება, მას ძალაუფლების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება. 

ჩვენი დასავლელი პარტნიორები უყურებენ, თუ ვისზე დგას ხელისუფლება. მნიშვნელოვანია, ყველა იმ ადამიანის, იმ ჯგუფის პასუხისმგებლობა დადგეს, რომელიც ეხმარება ივანიშვილს, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ბიზნესის გარეშე არაფერი არ გამოვა. შენ შეიძლება მიიტაცო ტელევიზიები, კონკრეტული ინსტიტუტები, მაგრამ არის ძალიან დიდი სფერო, რომელიც არის ბიზნესი და ბიზნესი თუ შენ მხარეს არ არის, შესაბამისად, ძალიან გაგიჭირდება ძალაუფლების შენარჩუნება. მათ შორის უნდა ითქვას, რომ ამ ბიზნესმენებსაც ძალიან კომფორტულ გარემოში ამყოფებენ", - ამბობს ეკა გიგაური. 

ტრამპის ინაუგურაციის ცერემონიას, "ქართული ოცნების" წევრები ტელევიზორით უყურებენ. ოლიგარქის პარტია 20 იანვრის ღონისძიებას თბილისიდან დააკვირდება. ვაშინგტონში პრეზიდენტის სტატუსით მხოლოდ სალომე ზურაბიშვილია დაპატიჟებული.  არაღიარებული ხელისუფლებიდან,  არცერთი თანამდებობის პირი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე არ მიუწვევიათ. არადა ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა რამდენიმე ქვეყნის პირველი პირი ღონისძიებაზე დაპატიჟა, მათ შორის ჩინეთის ლიდერიც.