არსებული ინფორმაციით, შეირაღებული თავდამსხმელი ბანკისგან 12 მილიონ ლარს ითხოვს

09.09.21 17:01
არსებული ინფორმაციით, შეირაღებული თავდამსხმელი ბანკისგან 12 მილიონ ლარს ითხოვს

არსებული ინფორმაციით, "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალში შეჭრილი მძარცველი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 12 მილიონ ლარს ითხოვს.

გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლამდე მძარცველს მძევლად 12-დან 15 ადამიანამდე ჰყავს აყვანილი.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში, შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს" - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

,,ტვ პირველის ინფორმაციით, ყვარელში ცესკო-ს თანამშრომელთა  ევაკუაცია განხორციელდა. საარჩევნო კომისია და ,,საქართველოს ბანკი" ერთ შენობაში არის განთავსებული. ინფორმაციას ყვარლის საარჩევნო კომისის წევრი, მარიამ შეყილაძე, ადასტურებს.