ეკა დემეტრაძე: სადისტები არიან, ბავშვებზე სასამართლო დარბაზშიც კი ძალადობენ

11.01.25 13:44
ეკა დემეტრაძე: სადისტები არიან, ბავშვებზე სასამართლო დარბაზშიც კი ძალადობენ

ეს არის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმი და ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილებს და მისი მილიარდების დაცვას - ასე აფასებს მსახიობი ეკა დემეტრაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს. 

არტისტმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც არაერთი შუამდგომლობის მიუხედავად, დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ვხედავთ, ეს არის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმი და ემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილებს და მისი მილიარდების დაცვას, რასაც ვერ იაზრებენ ამ სტრუქტურაში მომუშავე ადამიანები, მაგრამ მოვა დრო და აუცილებლად გაიზიარებენ ამას. დღეს, დარბაზიც კი არ შეცვალეს. არ აინტერესებთ საერთოდ, ჩვეულებრივი სადისტები არიან, რომლებიც ბავშვებზე ძალადობენ სასამართლოს შენობაში და რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს. მილიარდის დამცველ ადამიანებს ხალხის ერთიანობის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის ყოველთვის ეშინია'', -ამბობს ეკა დემეტრაძე.

 რამდენიმე წუთის წინ,  დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, მიზეზი მოსამართლე ხუსკივაძის უარია დარბაზის შეცვლაზე. 

პირველი შეფასებები ნახეთ აქ: