"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ხელოვანების მარში თბილისის ქუჩებში

11.01.25 21:51
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ხელოვანების მარში თბილისის ქუჩებში

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან მსახიობები საპროტესტო მარშით დაიძრნენ - ხელოვანებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვირების განმავლობაში უწყვეტ აქციებს მართავდნენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ევროპული მომავლის მცველების ნაწილთან ერთად დადგებიან და ივანიშვილის რეჟიმს როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოსთხოვენ. 

მანამდე კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა - ხელოვანები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე გაათავისუფლონ.

საგანგებო განცხადება რეჟისორმა დავით დოიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და "ქართულ ოცნებას" დაუანონსა, რომ თუ 20 იანვრამდე უკანონოდ დაკავებულებს საპყრობილედან არ გამოუშვებენ, თეატრი მოქმედებაზე გადავა.

მსგავსი სიახლეები