"ოცნება" ცდილობს, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონოს, მაგრამ არ გამოუვათ - ეკა დემეტრაძე

11.01.25 21:57
"ოცნება" ცდილობს, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონოს, მაგრამ არ გამოუვათ - ეკა დემეტრაძე

"ოცნება" ცდილობს, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონოს, მაგრამ არ გამოუვათ - ამის შესახებ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ თბილისის ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობის დროს განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას აპირებენ ხელოვანები 20 იანვრის შემდეგ, მსახიობი პასუხობს: "ამას ნახავს ოლიგარქია".

(20 იანვრის შემდეგ რაც მოხდება) ამას ნახავს ოლიგარქია 20 იანვრის შემდეგ, ჯერ ვნახოთ, რას იზამს რეჟიმი. მე არ ვიცი, კონკრეტულად ვის რა მიზანი აქვს, თუმცა რასავ ვხედავთ არის რეჟიმის დაკანონება. ისინი ცდილობენ, რომ პოლიციური-ძალადობრივი რეჟიმი დაგვიკანონ, მაგრამ არ გამოუვათ, ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - ამბობს ეკა დემეტრაძე. 

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან მსახიობები საპროტესტო მარშით დაიძრნენ - ხელოვანებს რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან კვირების განმავლობაში უწყვეტ აქციებს მართავდნენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პარლამენტისკენ მიემართებიან, სადაც ევროპული მომავლის მცველების ნაწილთან ერთად დადგებიან და ივანიშვილის რეჟიმს როგორც ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ასევე უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას მოსთხოვენ. 

მანამდე კი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასმა ივანიშვილის რეჟიმს ულტიმატუმი წაუყენა - ხელოვანები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძე და სხვა პოლიტპატიმრები 20 იანვრამდე გაათავისუფლონ.

საგანგებო განცხადება რეჟისორმა დავით დოიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და "ქართულ ოცნებას" დაუანონსა, რომ თუ 20 იანვრამდე უკანონოდ დაკავებულებს საპყრობილედან არ გამოუშვებენ, თეატრი მოქმედებაზე გადავა.

მსგავსი სიახლეები