აბუ დაბიში დასასვენებლად მყოფ ირაკლი ზარქუას "მოღალატე" და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახეს

12.01.25 14:52
აბუ დაბიში დასასვენებლად მყოფ ირაკლი ზარქუას "მოღალატე" და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახეს

 

 

ვიდრე რეჟიმი ახალგარზდებს ციხეებში კეტავს, ივანიშვილის გუნდის წევრები საზღვარგარეთ ისვენებენ. "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ზარქუას მოქალაქემ აბუ დაბიში "მოღალატე და "სამშობლოს გამყიდველი" ეძახა. ფაქტის ასმახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ჩანაწერში ისმის უკმაყოფილო ზარქუას პასუხიც. მან მოქალაქეს აგინა. 

მობილურით გადაღებულ კადრებში ჩანს ვიქტორ სანიკიძეც, რომელიც ტერიტორიას თავდახრილი ტოვებს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვრცელდება მეორე ვიდეოც. ის უკვე სულ სხვა ლოკაციაზეა გადაღებული. სუფრასთან ზარქუასთან ერთად ჩანან განათლების ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, "ოცნების" მილიონერი წევრი გოჩა ენუქიძე და გელა სამხარაული.