კონცერტზე ჩასული ირაკლი ზარქუა ახლა სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს

13.01.25 13:53
კონცერტზე ჩასული ირაკლი ზარქუა ახლა სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს

კონცერტზე ჩასული “ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ახლა სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. ფოტო, სადაც ჩანს, რომ ზარქუა პოლიციელებითაა ალყაშემორტყმული ,სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ვიდეომასალით დასტუდება, რომ ზარქუა, შურისძიების მოტივით, მოქალაქეს თავად დაესხა.

აბუ დაბის სასტუმროში, „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელმაც გუშინ ირაკლი ზარქუას "მონა" ეძახა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ამის ამსახველ ვიდეოს თავად ლაშა გაბიტაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს . 

ვიქტორ სანიკიძემ, გუშინდელი დუმილის შემდეგ დღეს ირაკლი ზარქუას დაცვა სცადა და ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

 საქართველოს მოქალაქემ მათ კვლავ "სამშობლოს მოღალატეები" ეძახა.