სკანდალში გახვეული "ოცნების" დეპუტატები და ციხით დასრულებული არაბული არდადეგები

13.01.25 17:13
სკანდალში გახვეული "ოცნების" დეპუტატები და ციხით დასრულებული არაბული არდადეგები

სკანდალში გახვეული "ოცნების" დეპუტატები და ციხით დასრულებული არაბული არდადეგები - აბუდაბიში, სავარაუდოდ, დააკავეს მამაკაცი, ვინც ირაკლი ზარქუას დასაცავად სასტუმროს რესტორანში თეფში ისროლა. ინციდენტის დროს დაშავდა რესტორნის  თანამშრომელი, რის გამოც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

ვინ არის გიორგი გოგოლაძე?

  • ის რეჟიმთან დაახლოებული პირია. გოგოლაძე "ოცნების" დეპუტატებთან ერთად აბუდაბიში ბრიტანული როკ ჯგუფის კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა.

გიორგი გოგოლაძე სალომე გოგიაშვილის უახლოესი მეგობარია. დეტალების დასადგენად "პირველები" სწორედ გოგიაშვილს დაუკავშირდა. "ოცნებასთან" დაახლოებული ცნობადი სახე ამბობს, რომ საქართველოში არ იმყოფება და გოგოლაძის დაკავების შესახებაც ინფორმაცის არ ფლობს.

კიდევ რა დგინდება საამიროებიდან გავრცელებული კადრებით:

წყარო "ტვ პირველს"  უყვება, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ირაკლი ზარქუამ პარლამენტის წევრის მოწმობა უჩენა და არწმუნებდა მათ, რომ იმუნიტეტი იცავს, ამის შემდეგ კი, წყაროს თქმით, "ოცნების" დეპუტატმა შველა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს კონსულს სთხოვა.

"პირველებმა" დაურეკა საგარეო საქმეთა სამინისიტროს და ჰკითხა, მივიდა თუ არა კონსული ადგილზე, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ახლა აბუ დაბის სასტუმროში საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს, ფიზიკურ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი. 

მსგავსი სიახლეები