მზია ამაღლობელის ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს
"ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობის შეფარდების საფუძველი არ არსებობდა.
პაატა დიასამიძის თქმით, ბრალდების მხარის ყველა არგუმენტზე დაცვის მხარემ კონტრარგუმენტი წარადგინა, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა აღნიშნული უგულებელყო.
ყველა ის არგუმენტი, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა მოყვანილი, მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ყველანაირ არგუმენტზე ვუპასუხეთ ბრალდების მხარეს და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი სასჯელი, მითუმეტეს, როცა ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, თუ რატომ არ შეიძლება, გამოყენებულიყო გირაო. ამ არგუმენტების უგულებელყოფით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება და შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, - ამბოლბს ადვოკატი.
"ბათუმელების" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში გაუშვა.
სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა სასამართლო დარბაზშივე დააკმაყოფილა და აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. "რუსები", "მონებო" - სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები.