სასამართლოში ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს - სხდომას დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

16.01.25 13:35
სასამართლოში ანატოლი გიგაურის პროცესი მიმდინარეობს - სხდომას დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი ესწრება

ანატოლი გიგაური ვერდიქტის მოლოდინში - ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე დავით მგელიაშვილი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ 20 წლის მათე დევაძე პატიმრობაში დატოვა, 25 ნოემბრს დაკავებული აქტივისტის საქმეს განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან დაკავებულის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება და ასევე, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს.

პროცესს ესწრება დიდი ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელი.

ანატოლი გიგაურს გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმას ედავება, თუმცა ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცველმა თავად განახორციელა აქტივისტზე ძალადობა, ანატოლი გიგაური კი თავდაცვით ქმედებას ახორციელებდა. 

უფლებადამცველი აცხადებს, რომ ამის ამსახველი პირდაპირ მტკიცებულება არსებობს. 

ბრალდების მხარე ანატოლი გიგაურს ედავება, რომ თითქოს მან ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა და დაზარალებულად გამოყვანილია პოლიციელი, რომელიც, რეალურად, თვითონ ახორციელებს ძალადობას. ბრალდების მხარე აქამდე ამბობდა, რომ ამგვარი მოქმედება პოლციიელს არ განუხორციელებია, მაგრამ არსებობს შესაბამისი მტკიცებულება, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს პოლიციელი შეკრულ მუშტს ანატოლი გიგაურს სახეში, შემდეგი მოქმედება რაც გახლავთ ანატოლის ეს არის თვითდაცვითი პოლიციელის განრიდებსი მიზნით", - აცხადებს ადვოკატი. 

ანატოლი გიგაურს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რის გამოც მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე 24 ოქტომბრის ღამეს, რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტსს ეხება.