"ქალბატონო მზია, იცოდეთ, ჩემს გარდა, ძალიან ბევრი ადამიანი გიცხადებთ სოლიდარობას პირველ არხზე" - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი
"პირველი არხის" წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამ წუთებში, ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქციაზე დგას და კოლეგებთან ერთად არხისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვს.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამბობს, რომ პირცელ ახში ბევრია ისეთი, ვინც დაკავებულ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებს.
მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყველანაირი რესურსი აქვს, რომ ისეთი დისკუსიები შესთავაზოს საზოგადოებას, როგორსაც აქციის მონაწილეები ითხოვენ.
სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ამას აქამდე ვერ ვახერხებთ. ერთადერთი რაც გვჭირდება, არის მენეჯმენტის ნება - ამბობს პრიველი არხის წამყვანი.
ქალბატონო მზია, იცოდეთ, რომ ჩემს გარდა, ძალიან ბევრი ადამიანი პირველ არხზე გიცხადებთ სოლიდარობას. არამარტო პირველ არხზე, არამედ საზოგადოების მწამს, რომ უმრავლესობა გვერდით გიდგათ და სოლიდარობას გიცხადებთ. როდესაც საქმე გვაქვს საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტთან, აუცილებელია ფართო დისკუსია. ჩვენ ამის როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური შესაძლებლობა გვაქვს, რომ მაუწყებელმა ეს ტვირთი ავწიოთ, ასეთი დისკუსიები შევთავაზოთ საზოგადოებას და სამწუხაროა, რომ ჯერჯერობით ამას აქამდე ვერ ვახერხებთ. ერთადერთი რაც გვჭირდება, არის მენეჯმენტის ნება, დადებითი გადაწყვეტილება, რომ ასეთი რამ გაკეთდეს. ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ ასეთი ეთერი შევქმნათ, გავიდეთ პირდაპირ ეთერში არამარტო აქედან, არამედ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია უზრუნველვყოთ პირდაპირი ეთერი", - ამბობს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.
თავისუფლება მზია ამაღლობელს - ამ მოწოდებებით ქართველი ჟურნალისტები ჩვენი დაკავებული კოლეგის სოლლიდარობის აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან მართავენ და არხისგან პირდაპირი ეთერის დათმობას ითხოვენ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.