"ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება" - ნიკა გილაური
კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა, ნიკა გილაური ამბობს, რომ “ჯერ კიდე ბოლომდე არ ასახულა ჩვენს ეკონომიკაზე ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც საქართველოა შესული.“
"ყველა მაჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს არც თუ ისე ადვილი წელი გვექნება,"- ამბობს გილაური.
ჯერ კიდევ არ ასახულა ის პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე, რაშიც საქართველოა შესული, თუმცა, ყველა მჩვენებელი მიუთითებს, რომ წელს ჩვენ არც თუ ისე მარტივი წელი გვექნება. იქიდან გამომდინარეც, რომ ნოემბერ-დეკემბერში უკვე ვნახეთ ტურიზმის ციფრები, იანვარშიც უკეთესი არ არის. ამას ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შემოდინებების შემცირება, ასევე პირდაპირი ინვესტიციების შემცირება. რეალურად, კითხვის ნიშნები ისმება, იმ ციფრებთან დაკავშირებით, რომლებზედაც მთავრობას აქვს აწყობილი 2025 წლის ბიუჯეტი და გათვალისწინებული აქვთ 6 პროცენტიანი ზრდა, რაც არარეალისტურად ჩანს და ისმება კითხვა, როგორი რეაქცია ექნება ეკონომიკას, ამ კრიზისთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია ახალი არჩევნები. ნებისმიერი წნეხი, რომელიც დააჩქარებს ახალ არჩევნებს, ქვეყნისთვის დადებითია“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები უკვე ერთი საათია ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ.