როდესაც სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს, უნდა გადმოიხედონ ჩვენკენ- ჭყონია
“როდესაც სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს უნდა გადმოიხედონ ჩვენკენ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ განაცხადა.
ჭყონია მიიჩნევს, რომ ქვეყნაში შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ფორმულა ახალი არჩევნებია.
ის ღიად ამბობს, რომ დღეს სრული გაუგებრობაა, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქვეყანაში მდგომარეობას.
შეფასება ძალიან რთულია, რადგან გაუგებრობაში ვართ, იზოლაციისკენ დიდი რისკია და თითქმის, ვართ კიდევაც. ის განცხადებები, რომ საუბრობენ, თითქოს ყველაფერი კარგად იქნება დ განცხადებები, რომ ვისაც კანონები და წესები არ მოგწონთ, წადით ქვეყნიდან, ძალიან შეურცხმყოფელია, რადგან, მერწმუნეთ, რომ ჩვენზე დგას ეს ქვეყანა.
როდესაც სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს უნდა გადმოიხედონ ჩვენკენ. ვინ აკეთებს 6%იან გზას. ვისი ბექგრაუნდით საუბრობენ, რომ მომავალი წელი ამდენი წარმატება გვექნება -ჩვენით მეგობრებო. ის, რომ პარლამენტი ხელფასებს იმატებს და ჩემთვის გაურკვეველია, რა ფორმულით და რატომ მოიმატეს. ჩვენ ხარჯზე. ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში. დღევანდელი მონაცემებით, ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადაწყვეტის ფორმულა“, - ამბობს ჭყონია.
თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ.